თბილისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და გაეროს ბავშვთა ფონდმა მედიაწიგნიერების სახელმძღვანელო შექმნეს.
„წინამდებარე მედიაწიგნიერების სახელმძღვანელო არაფორმალური განათლების გზით დაეხმარება ახალგაზრდებს აიმაღლონ ცოდნის დონე მასობრივი კომუნიკაციის და ახალი ტექნოლოგიების შესახებ, გააძლიერებს მათ უნარს კრიტიკულად გაანალიზონ, თუ რა კავშირი არსებობს მედიას, აუდიტორიასა და ინფორმაციას შორის. მედიის პრობლემა ისაა, რომ მას შეუძლია წაახალისოს სექსიზმი, რადიკალიზმი, ეთნოცენტრიზმი, ჰომოფობია და სხვა ტიპის ცრურწმენები, ხელი შეუწყოს დეზინფორმაციას, პრობლემურ იდეოლოგიებს და საკამათო ღირებულებებს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: qartia.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)