თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს ირინე ბერიძის ბლოგპოსტს: ცხრა მთას იქით.
„ეს წერილი ერთგვარი მცდელობაა, საკითხს არა ქართული თვითინსცენირების პერსპექტივიდან მივუახლოვდეთ, არამედ გავაანალიზოთ ის საპროექციო განზომილება, რომელსაც, სწორედ რომ, დასავლეთი – კონკრეტულად კი, გერმანულენოვანი კულტურული დისკურსი – გვთავაზობს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ფორმით. მართალია, თანამედროვე საქართველოს თვითიდენტიფიკაცია მუდამ დასავლეთისკენ იყო მიმართული (რეგიონში რუსულ გეოპოლიტიკურ გავლენათა არეალის მუდმივი გაფართოების პარალელურად), მაინც მნიშვნელოვანია, რომ ცენტრიდან გადმოვხედოთ პერიფერიას და ამ ჩვენთვის უჩვეულო პერსპექტივიდან დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა ლოგიკით და რა ჩარჩოში მოქმედებს ცენტრი", ნათქვამია ბლოგპოსტში.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)