თბილისი. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) 2019 წლის 19 მაისის შუალედურ არჩევნებს 240-მდე მოკლევადიანი დამკვირვებლისა და 10 მობილური ჯგუფის მეშვეობით დააკვირდება. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ISFED-ის დამკვირვებლები ყველა საარჩევნო უბანზე იქნებიან წარმოდგენილი ზუგდიდის, მარნეულისა და მთაწმინდის ოლქებში და არჩევნებს ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით დააკვირდებიან, რაც დარღვევების მყისიერად აღმოჩენის, არჩევნების დღის პროცესის სისტემურად შეფასებისა და ოფიციალური შედეგების სიზუსტის გადამოწმების შესაძლებლობას იძლევა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)