კახეთი. ევროკავშირის მხარდაჭერით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოს კალოში „ცოდნის სახლი" გაიხსნა. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისათვის" და დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მხარდაჭერით, სოფლის განვითარების ინიციატივა „ცოდნის სახლი" გაიხსნა. ინიციატივა მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა კლასგარეშე წრეების ამოქმედებას, რაც ხელს შეუწყობს ამ საქმიანობაში ჩართულ ბავშვებში საზოგადოებრივი სულის ჩამოყალიბებას, სოციალური უნარებისა და კრიატიულობის ამაღლებას ურთიერთდახმარების გამოყენებით, ინტეგრირებული სწავლების, ცოდნის ურთიერთგაზიარებითა და ინტელექტუალური თამაშების გამოყენებით.
წყარო: enpard.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)