თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) შეფასებით, 2019 წლის 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების კენჭისყრის დღემ არსებითი დარღვევების გარეშე ჩაიარა, თუმცა გამოიკვეთა ნეგატიური ტენდენცია, რომელიც ამომრჩევლის ნების გამოხატვის კონტროლსა და დაძაბულ გარემოს უკავშირდება.
„სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში ეს ფიზიკურ დაპირისპირებასა და ძალადობაშიც გადაიზარდა. დამატებით ყურადღება უნდა გამახვილდეს ორ ნეგატიურ ფაქტზე: საიას დამკვირვებელი ზუგდიდის ოლქში ხმების დათვლის დროს უბანზე არ შეუშვეს; იმავე ოლქში პოლიციამ სავარაუდოდ უკანონოდ დააკავა ჟურნალისტი. ამ ეტაპზე საია აგრძელებს კენჭისყრის დღის შემდგომი პერიოდის (საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების) შესწავლას და შედეგების შეჯამების პროცესზე დაკვირვებას ზემდგომ საარჩევნო კომისიებში. საია წინასაარჩევნო, არჩევნების დღისა და შემდგომი პერიოდის მონიტორინგის შემაჯამებელ ანგარიშს მოგვიანებთ წარუდგენს საზოგადოებას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)