შიდა ქართლი. 18 მაისს, „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრთან" არსებულმა გორის სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრის მოხალისეებმა მონაწილეობა მიიღეს აქციაში „ღამე მუზეუმში". „აქცია მუზეუმების საერთაშორისო დღეს ეძღვნებოდა და მისი მიზანია ახალგაზრდებს შორის მუზეუმების პოპულარიზება. ახალგაზრდებმა მოაწყვეს გამოფენა-გაყიდვა და შემოსული თანხით დაეხმარებიან მათ თანატოლს, რომელიც გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)