თბილისი. „სამართლიანი არჩევნები" აქვეყნებს მკვლევრის, ანა ანდღულაძის ბლოგპოსტს ბრიუსელიდან, ევროპარლამენტის 23-26 მაისს გასამართი არჩევნებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ საქართველოსთვის. „ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროპარლამენტში პოლიტიკური იდეოლოგიის მხრივ დიდი ცვლილებები იყოს. თუმცა, სხვა საკითხია როგორი იქნება გადანაწილება ევროინტეგრაციის გაღრმავების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. ევროპარლამენტის ახალი შემადგენლობა საქართველოსთვისაც საინტერესოა. 2014 წლის მოწვევის ევროპარლამენტი ხშირად აფიქსირებდა საქართველოს ევროინტეგრაციის კურსისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ პოზიციას და ამასთანავე, მუდმივად თვალყურს ადევნებდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს", ნათქვამია ბლოგპოსტში.
წყარო: isfed.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)