თბილისი. რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მიმდინარე გაფიცვასთან დაკავშირებით, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" განცხადებას ავრცელებენ. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) ეხმიანებიან რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მილსაგლინავი საამქროს მუშების გაფიცვას, რომელიც საბაზისო შრომითი უფლებების რეალიზაციისა და მინიმალური სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების მიღებისკენ არის მიმართული. ორგანიზაციები მოითხოვენ დამსაქმებლისა და სახელმწიფოსგან, უზრუნველყონ შრომის კანონმდებლობის აღსრულება და დასაქმებულებთა შრომითი უფლებების დაცვა", - აღნიშნულია განცხადებაში..
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)