en
ge

ეკო აქცია მწვანე დღეების ფარგლებში

კახეთი. გურჯაანის სამოქალაქო კლუბმა, რომელიც #1 საჯარო სკოლის ბაზაზე შეიქმნა, ეკო აქციის, მწვანე დღეების, ფარგლებში აქცია გამართა. ჯგუფის წევრის, გიო მამულაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტში მწვავედ დგას ეკოლოგიური პრობლემები, რომელსაც მრავალი მიზეზი აქვს: ,,ეკოლოგიური პრობლემებში აღსანიშნავია ატმოსფეროსა და წყლის რესურსების დაჭუჭყიანება, მინერალური რესურსების არარაციონალური გამოყენება, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება, ტყეების ფართობების შემცირება და სხვა. მართალია, ატმოსფერული ჰაერი გამოულევადი ბუნებრივი რესურსია, მაგრამ მუდმივი გაჭუჭყიანება მის შემადგენლობაში ცოცხალი ბუნებისთვის საზიანო ცვლილებებს იწვევს. მოვუწოდებ ყველას, რომ ერთად ვიზრუნოთ და გავუფრთხილდეთ ბუნებას".
მამულაშვილისვე განცხადებით, სერიოზულ პრობლემას ქმნის ნაგავსაყრელები – ხმელეთის დანაგვიანების ერთ–ერთი მთავარი წყარო.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)