იმერეთი. LDA Georgia - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს ინიციატივით, ქუთაისში შეიქმნა Erasmus + (EVS, საუნივერსიტეტო გაცვლითი პროგრამები და ა.შ.) პროგრამების კურსდამთავრებულთა ქსელი. „ქსელის წევრებს LDA საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ხუხუა შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ქსელის ფუნქციონირების პრინციპზე, მოსალოდნელ შედეგებზე, ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები და დასახეს სამომავლო გეგმები”, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)