თბილისი. ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები მთავრობას მოუწოდებენ დროულად და ქმედითად გადაჭრას ჭიათურაში შექმნილი კრიზისი.
„10 დღეზე მეტია, ქალაქ ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები მათი დასაქმების ადგილას შექმნილ მძიმე და უსამართლო შრომით, სოციალურ და გარემოსდაცვით პირობებს აპროტესტებენ. დასაქმებულთა ნაწილი პროტესტს შიმშილობითა და სხვა მძიმე ფორმებით გამოხატავს. დასაქმებულების მიმართ გამოკვეთილად მაღალია ქალაქის მოსახლეობის, ბაზრებში დასაქმებული ადამიანების, სკოლის მოსწავლეების და მძღოლების სოლიდარობა. ჭიათურელი მაღაროელების გაფიცვას მხარს უჭერენ საქართველოს სხვადასხვა ინდუსტრიულ ზონებში დასაქმებული ადამიანებიც. პროტესტის მასშტაბებმა და რადიკალურმა ფორმებმა, კიდევ ერთხელ, მწვავედ დააყენა ჭიათურაში წლების განმავლობაში გადაუჭრელი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მძიმე შედეგების გააზრებისა და გადაჭრის საჭიროება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)