en
ge

საჯარო ლექცია „ქალის როლი პოლიტიკაში“

კახეთი. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში არასამთავრო ორგანიზაცია საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდმა გამართა საჯარო ლექცია: "ქალის როლი პოლიტიკაში”.ლექციაზე ყურადღება გამახვილდა გენდერული თანასწორობის საკითხებზე. საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ექსპერტმა გენდერულ საკითხებში ირინა ჟვანიამ ისაუბრა ქალების როლზე საჯარო პოლტიკაში გადაწყვეტილების მიღებაზე, ქალებისა და მამაკაცების უფლებების თანაბარი რეალიზების შესაძლებლობებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.ირინა ჟვანია:"გენდერული თანასწორობის კონცეფცია არ გულისხმობს რომელიმე სქესის უფლებების გაძლიერებას. ქალსა და მამაკაცს შორის სქესობრივი განსხვავების მიუხედავად, ქალსა და მამაკაცს უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლებები. რაც შეეხება. საჯარო პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიღებას. ქალმა და მამაკაცმა თანაბრად უნდა მიიღონ მონაწილეობა გადაწყვეტილების მირების პროცესში”.საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდმა საჯარო ლექცია გამართა პროექტის "ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი” ფარგლებში.   ეთო შოშიაშვილი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი:,,საინტერესო თემაა ქალი და პოლიტიკა, სიამოვნებით მოვისმინე საჯარო ლექცია. მართალია, ქალთა ჩართულობის მაჩვენებელი პოლიტიკაში დაბალია, თუმცა წინა წლებთან შედარებით გაზრდილი".

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)