en
ge

თელავის ფესტივალის პრეზენტაცია

კახეთი. მედია კაფე თელავში, თელავის ფესტივალის პრეზენტაცია გაიმართა. ფესტივალის მენეჯერის, ანა რიაბოშენკოს თქმით, საუბარი შეეხო ფესტივალის დროს დაგეგმილ ღონისძიებებს:
,,დღეს გაიმართა თელავის ფესტივალის პრეზენტაცია, სადაც განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა ფესტივალზე დაგეგმილი ღონისძიებები. 
მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ასეთი შეხვედრები რადგან მეტ ინფორმაციას როგორც გავცემთ, ასევე ვიღებთ კიდეც."
"ხალხური რეწვის, შემოქმედების და კულინარიის ფესტივალი - ნუკრიანის" თორნიკე მახარაშვილის თქმით, მსგავსი ტიპის ფესტივალები ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ აღმავლობას:
,,გარდა იმისა, რომ ასეთი ტიპის, ტრადიციული ფესტივალების ჩატარება ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას, ასევე მნიშნელოვანია ეკონომიკის წინსვლის მხრივაც". 
პროექტის ფარგლებში, თელავში, განსაზღვრულია მცირე ტიპის ტექსტილის საწარმოს შექმნა რაც, პირველ რიგში, დასაქმებას შეუწყობს ხელს.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023