თბილისი. ორგანიზაციამ „ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის" (ISC) უმასპინძლა INSPIRE ფორუმს: შვიდი სტრატეგია ბავშვთა მიმართ ძალადობის დასაძლევად.
„ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საერთაშორისო დონეზე ბავშვთა დაცვისა საკითხებზე მომუშავე ძირითადი სააგენტოების მიერ მომზადებულ INSPIRE ტექნიკურ პაკეტს, რომელშიც თავმოყრილია საუკეთესო ხელმისაწვდომ მტკიცებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიები. მათი დანერგვა ბავშვთა და მოზარდთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და მასზე რეაგირების უკეთეს შესაძლებლობებს იძლევა.", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში