აჭარა. 4 ივნისს, ბათუმის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა თანატოლგანმანათლებელთა ტრენინგი თემაზე - შრომითი უფლებები, რომელსაც „ევროკლუბის" წევრები, მარიამ ირემაძე და ქრისტინა ლორთქიფანიძე უძღვებოდნენ.
„მომხსენებლებმა ისაუბრეს დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლება-მოვალეობებზე, შრომითი ურთიერთობების მხარეებსა და ხელშეკრულების სახეებზე.
დისკუსიაზე, მოსწავლეები გადანაწილდნენ ჯგუფებად და ისაუბრეს სხვადასხვა კაზუსის ამოხსნის მათეულ ვერსიებზე", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში