en
ge

კერძო ბაღი ბავშვს გარიცხვის გამო ფულად კომპენსაციას გადაუხდის

კერძო ბაღი ბავშვს გარიცხვის გამო ფულად კომპენსაციას გადაუხდის
თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ინფორმაციით, კერძო ბაღი ბავშვს გარიცხვის გამო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ფულად კომპენსაციას გადაუხდის.
„ნ.კ. თბილისის ერთ-ერთ კერძო ბაღში 2 წლის ასაკის აღსაზრდელთა ჯგუფში ირიცხებოდა. 2018 წლის იანვრის თვეში ბაღის ადმინისტრაციამ ბავშვი დაწესებულებიდან გარიცხა. მათი განმარტებით, ბავშვი იყო აგრესიული, ზედმეტად აქტიური და არ შეეძლო ჯგუფში მუშაობა.
PHR-მა დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. ამასთან, საკითხის შესწავლის შემდეგ, საქართველოს სახალხო დამცველმა შეიმუშავა რეკომენდაცია, სადაც აღნიშნულია, რომ ბავშვი ბაღის მხრიდან ქცევის ნიშნით აღქმითი პირდაპირი დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: phrgeorgia.wordpress.com

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)