en
ge

OSCE/ODIHR უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს დააკვირდება

OSCE/ODIHR უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს დააკვირდება
თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაცია (OSCE/ODIHR) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის მიმდინარე პროცესს დააკვირდება.
„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის მაღალი მნიშვნელობის გამო, საქართველოს სახალხო დამცველმა მიმდინარე წლის 27 მაისს მიმართა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაციას და სთხოვა აღნიშნული პროცესის მონიტორინგი. გასათვალისწინებელია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე, ასევე სახალხო დამცველის თხოვნით, ამავე ორგანიზაციამ მიმდინარე წლის 17 აპრილს გამოაქვეყნა სამართლებრივი მოსაზრება და რეკომენდაციები პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით. მოსამართლეთა შერჩევის პროცესის მონიტორინგი ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელება იქნება. მიმდინარე წლის 30 მაისის წერილით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაციამ დაადასტურა საკუთარი მზაობა, დააკვირდეს შერჩევის პროცესს და მის შესაბამისობას როგორც ეროვნულ კანონმდებლობასთან, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებსა და კარგ პრაქტიკასთან", - ვკითხულობთ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სრულად 
წყარო: სახალხო დამცველის აპარატის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)