თბილისი. საქართველოს სტრატეგიის და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი აქვეყნებს ინფორმაციას საჯარო მოხელეებისთვის ჩატარებული სემინარის შესახებ.
„შვედმა სპეციალისტებმა საჯარო მოხელეებს ჩაუტარეს ორდღიანი სემინარი სამუშაოს შეფასებასა და ადამიანური რესურსების მართვაში. შვედეთის ადამიანური რესურსების ინდიკატორების ინსტიტუტის თანამშრომლებმა ჰანს ნორგრენმა, ანდერს იორენმა და თინა ეკსტრომმა სემინარის პირველ დღეს ქართველ მონაწილეებს გაუზიარეს შვედური გამოცდილება. ასევე, ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ შეიძლება შვედური პრაქტიკა მოერგოს ქართულ რეალობას. მეორე დღე პრაქტიკულ სამუშაოებს დაეთმო", ნათქვამია ფონდის ვებგვერდზე.
წყარო: www.gfsis.org