en
ge

არასამთავრობოები შს სამინისტროსგან ინციდენტის სრულყოფილ გამოძიებას ითხოვენ

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ ბათუმში, აჭარის შს სამმართველოს  უფროსის ვალერიან თელიას მიერ საიას თანამშრომლების მიმართ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტის გამო, რომლის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.
„მიგვაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამხარეო პოლიციის უფროსის ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, აღნიშნული ფაქტის დროულად და ობექტურად გამოძიების ნაცვლად, სამწუხაროდ, ადგილი აქვს დანაშაულის დაფარვისა და გამოძიების არასრულყოფილად წარმართვის მცდელობას", ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ შს სამინისტროს დროულად, სრულყოფილად და მიუკერძოებლად გამოიძიოს აღნიშნული საქმე.
სრულად
წყარო: facebook.com/IDFI.official

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)