სამეგრელო. ქალთა საინფორმაციო ცენტრმა, ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში, პროექტის „ნდობის აღდგენის ხელშეწყობა გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობაში" ფარგლებში, ჩაატარა შეხვედრები.
„შეხვედრების მიზანი იყო პროექტის ფარგლებში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის საჭიროებებისა და პრიორიტეტების კვლევის პირველადი შედეგების გაცნობა, მათი მოსაზრებების მოსმენა და პრობლემურ საკითხებზე და მის გადაჭრის გზებზე მსჯელობა", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში