სამეგრელო. შშმ პირთა საკითხზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს წევრებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელებმა, ზუგდიდში, 29 მარტს, 2013-2016 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმა - „შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის შესახებ" – განიხილეს.
საბჭოს სამდივნოს წევრის გიორგი ძნელაძის განცხადებით, სამთავრობო გეგმა
2000-2012 წლებშიც არსებობდა, რაც მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა.
„ეს უფრო სურვილების გეგმა იყო. იმისათვის, რომ ამჯერად სამთავრობო დოკუმენტში რეალურად აისახოს შშმ პირთა საჭიროებები, თავად მათ უნდა განსაზღვრონ ის პრიორიტეტები, რომელიც რეგიონში მცხოვრები ამ კატეგორიის ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია", - განაცხადა გიორგი ძნელაძემ და განმარტა, რომ სამოქმედო გეგმის შემუშავებაში აუცილებელია ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების
ჩართულობა, რათა სწორად განისაზღვროს რეგიონში მცხოვრები შშმ პირების საჭიროებების
პრიორიტეტები.