თბილისი. სამართლიანმა არჩევნება განცხადება გაავრცელა,
სადაც ნათქვამია, რომ თბილისის საკრებულოს სხდომების საჯაროობა უზრუნველყოფილი არ
არის. „ორგანიზაციისთვის მიუღებელია, ასევე ის ფაქტი, რომ 29 მარტის სხდომაზე დაკვირვების მიზნით მისულ წარმომადგენელს, რომელზეც საშვი საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა პროცედურის დაცვით დაუშვა, დაცვის თანამშრომელმა არ მისცა საკრებულოს სხდომაზე შესვლის შესაძლებლობა. პრობლემა მხოლოდ საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების უშუალო ჩარევის გზით მოგვარდა", ნათქვამია განცხადებაში. ორგანიზაცია ვერ
იზიარებს საკრებულოს არგუმენტს, რომ „სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლის
დასწრება ფართის სიმცირის გამო ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი.
ორგანიზაცია მოუწოდებს თბილისის საკრებულოს
თავმჯდომარეს, უზრუნველყოს საკრებულოს სხდომების ღიაობა და გამჭვირვალობა
დაინტერესებული პირებისთვის.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში