თბილისი. „კოალიცია თანასწორობისთვის" წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმიანებიან საგარეჯოს მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებისა და მასზე იძულებითი ქორწინების უმძიმეს საქმეს.
„სახელმწიფოსგან მოვითხოვთ, გოგონათა იძულებითი ქორწინებისა და ძალადობის პრევენციის მიზნით სისტემური, ქმედითი და საგანგებო ნაბიჯების გადადგმას. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდში ასევე გამოვლინდა ლაგოდეხში არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურების კიდევ ერთი შემზარავი შემთხვევა", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: gdi.ge