თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს კოტე ერისთავის ბლოგ პოსტს: შეზღუდული შესაძლებლობები, ფოჩიანი კანფეტები და მოქალაქეობა.
„ახალგაზრდა ქალი იმერეთის იმ სოფლიდანაა, საიდანაც სამშენებლო კომპანიის მდიდარი მფლობელი. მეზობელი, მამაო, ჟურნალისტი, ადგილობრივი კაი ბიჭი თუ ხელისუფალი ამ კაცის სიკარგეს ჰყვება; როგორ უდგას გვერდში ნაცნობსაც და უცნობსაც, ერისკაცსაც და ბერისკაცსაც. მაგრამ მუშის ქვრივი თავისას არ იშლის და სოციალური გარიყვის რისკის ხარჯზე, აგრძელებს ვალდებულებების ენაზე საუბარს; ითხოვს იმას, რაც მის შვილს კანონით სრულწლოვნებამდე ეკუთვნის და დამცირებად იღებს ქველმოქმედებას. ეს ბრძოლა რთულია და მარტოობისთვის განწირული, რადგან მუშის ქვრივი ამ ქვეყნის იდეალურ მოქალაქეს უპირისპირდება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)