თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველი 16 ივნისს თბილისში, ვერის ბაღში გამართულ აქციას და მისი მიმდინარეობისას გაჟღერებულ განცხადებებს ეხმიანება.
„სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ 2019 წლის 16 ივნისის აქციაზე შეკრების ორგანიზატორის მხრიდან გაჟღერდა არაერთი განცხადება, რომელიც საფრთხის შემქმნელია ადამიანების უსაფრთხოების, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში, - „გამომდინარე იქიდან, რომ აქციაზე გაჟღერებული მოწოდებები და სამოქმედო გეგმა შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, სახალხო დამცველი, როგორც უფლებამოსილი ორგანო გამოძიების და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების წინადადებით მიმართოს საგამოძიებო ორგანოებს, მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს: ეფექტურად გამოიძიონ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით დაწყებული გამოძიება და მოახდინონ შესაძლო დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემა გაატარონ აქტიური სისხლის სამართლებრივი ან/და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რათა თავიდან იქნას აცილებული პირთა უფლებების ხელყოფა“.
წყარო: სახალხო დამცველის აპარატის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)