თბილისი. ორგანიზაცია „მერცესის" ორგანიზებით ექთნებისთვის
სასწავლო სემინარების ციკლი ხორციელდება, რომელიც ზურგის ტვინის დაზიანების მქონე
პაციენტების მოვლას ეხება. თბილისის ოთხი წამყვანი კლინიკიდან სემინარში მონაწილეობს
სამედიცინო მომსახურების 40-მა თანამშრომელი. კურსი უტარდება 4 ჯგუფს.
ლექციებს ატარებენ ყოფილი პაციენტები და
პროფესიონალი ექიმები, რომლებიც მონაწილეებს აცნობენ საერთაშორისო
სტანდარტებს და თანამედროვე მიდგომებს ზურგის ტვინის დაზიანების მქონე პაციენტების
მდგომარეობის მართვაზე, აწვდიან თეორიულ მასალას და უზიარებენ პრაქტიკულ
გამოცდილებას. სასწავლო პროცესი 11 მარტს დაიწყო და 1 თვეს გაგრძელდება.
ორგანიზაცია „მერცესი" საკვირაო კლუბის
ჩამოყალიბებასაც გეგმავს, სადაც შეიკრიბებიან ხერხემლის დაზიანების მქონე
პაციენტები და მათი ოჯახის წევრები, დაგეგმავენ სხვადასხვა სამოქალაქო
ინიციატივებს, ერთმანეთს გაუზიარებენ პირად გამოცდილებას და მონაწილეობას მიიღებენ
ჯგუფურ თერაპიებში.
წყარო:osgf.ge