სამეგრელო-ზემო სვანეთი. 22 ივნისს, მესტიის მუნიციპალიტეტი ზემო სვანეთში ადგილობრივი განვითარების მხარდამჭერი ორი პროექტის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას უმასპინძლებს და სახალხო ზეიმს გამართავს.
ღონისძიების მიზანია ხელისუფლებას, დონორებს, ENPARD-ის განმახორციელებელ პარტნიორებს, ფართო საზოგადოებასა და ყველა დაინტერესებულ მხარეს გააცნოს ადგილობრივი განვითარების მხარდამჭერი ახალი პროექტების მიზნები, ამოცანები, მიდგომები და აქტივობები.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, შვედეთის სამეფოს საელჩო თბილისში, ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (ADA), მესტიის მუნიციპალიტეტის მერია, „ქეა ავსტრია“ და პოლიტიკის მართვის ჯგუფის კვლევის ცენტრი (PMC-RC).
წყარო: enpard.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)