„თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა სახლების წევრი და პარტნიორი ორგანიზაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს სპეციალურ მიმართვას უგზავნიან.
„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ლგბტ თემისა და მათი უფლებების დამცველების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა“, - ხაზგასმულია მიმართვაში, - „ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი ადამიანის უფლებათა სახლების 37 წევრი და პარტნიორი ორგანიზაცია, შეშფოთებას გამოვთქვამთ ლგბტ თემისა და მათი უფლებების დამცველებისთვის საჯარო სივრცეზე წვდომის შეზღუდვის, მათი მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევების გამო. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს დემოკრატიულ ღირებულებებს და ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოს ,,თბილისი პრაიდის” კვირეულისა და მის ფარგლებში დაგეგმილი ,,ღირსების მარშის” ყველა მონაწილის დაცვა და მათი უსაფრთხოება“.
წყარო: https://hrht.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)