კახეთი. ევროკავშირის მხარდაჭერით, ორგანიზაციებმა - Action Against Hunger და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ახალგაზრდულ ბანაკს უმასპინძლეს. ბანაკში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემის 20 ახალგაზრდა შეიკრიბა. მათ გაიარეს ლიდერობის, პირადი განვითარების და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარების ტრეინინგები.
ახალგაზრდული ბანაკი იდეალური პლატფორმაა ახალგაზრდების ადგილობრივი განვითარების ჯგუფში (ლაგ) ჩართულობის ხელშეწყობის თვალსაზრისით. აღნიშნული ჯგუფი ახმეტაში უახლოეს თვეებში ჩამოყალიბდება. ახალგაზრდების ჩართულობის წახალისება ადგილობრივ განვითარების ჯგუფების მუშაობაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ერთ–ერთი მთავარი გამოწვევაა და ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისა და თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარებისთვის.
წყარო: http://enpard.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)