აჭარა. 29 მარტს, ბათუმის პრესკაფეში, ახალგაზრდულმა
ორგანიზაცია „არტ ვეიმ" პროექტ „რე–ანიმაციის" შემაჯამებელ ღონისძიება
გამართა, სადაც საზოგადოებას წარუდიგნეს პროექტის აქტივობების შესახებ გადაღებული
დოკუმენტური ფილმი.
ექვსი თვის განმავლობაში „არტ ვეიმ" მრავალი
ღონისძიება გამართა ბათუმის მასშტაბით. პროექტ „რე–ანიმაციის" ფარგლებში,
საქართველოში პირველად, დაიდგა სპექტაკლი უსინათლოთავის, რომელშიც ბათუმის ილია
ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობები მონაწილეობდნენ.
აგრეთვე, ქალაქის ქუჩებში სისტემატიურად იმართებოდა თეატრალიზირებული
აქციები, ქუჩის სახალისო შეჯიბრბები, რომელთა მიზანი უსინათლოთა პრობლემების
შესახებ, საზოგადოების და მთავრობის ინფორმირებულობის ხარისხის ამაღლება იყო.
პროექტის ერთ–ერთი მიმართულებაა ადვოკატირება. ამ
კუთხით თვითმმართველ ქალაქ ბათუმის მერიის მხრიდან გარკვეული ნაბიჯები უკვე
გადაიდგა, კერძოდ – ქალაქში დაიწყო ხმოვანი შუქნიშნების დამონტაჟება და ასევე შპს
„ბათუმის ავტოტრანსპორტის" მიერ შეძენილ იქნა ახალი ავტობუსები, რომლითაც
ყველა ტიპის შეზღუდვების მქონე პირს შეუძლება დამოუკიდებლად მგზავრობა.
მიუხედავად იმისა, რომ პროექტი „რე–ანიმაცია"
დასრულდა, ახალგაზრდული ორგანიზაცია „არტ ვეი" კვლავ გეგმავს ამ კუთხით მუშაობის
გაგრძელებას.