“ტოლერანტობისა და მრავალფეროვბების ისნტიტუტი“ (TDI) აქვეყნებს ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის რელიგიის თავისუფლების ანგარიშის შესახებ.
„21 ივნისს გამოქვეყნდა ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია შემდეგ საკითხებზე: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილეგირებული მდგომარეობა, კანონმდებლობაში არსებული დისკრიმინაცია არადომიმანტი რელიგიური გაერთიანებების მიმართ და საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის გადაწყვეტილებები. რელიგიის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები; სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პრობლემური როლი; რელიგიური შეუწყნარებლობით ჩადენილი დანაშაულები და მათზე სახელმწიფოს რეაგირება; ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხირდან შექმნილი წინააღმდეგობები რელიგიური დანიშნულების ნაგებობების მშენებლობის პროცესში; საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების დაბრუნების პრობლემა; რელიგიური გაერთიანებების სახელმწიფო დაფინასება; საჯარო სკოლებში არსებული დისკრიმინაციული გარემო; საზოგადოებრივი განწყობები; რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ მდგომარეობა“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
წყარო: http://tdi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)