სამეგრელო-ზემო სვანეთი. 22 ივნისს მესტიის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა ადგილობრივი განვითარების მხარდამჭერი ორი პროექტის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას და სახალხო ზეიმს დევიზით „ევროკავშირი სვანეთში“.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, შვედეთის სამეფოს საელჩო თბილისში, ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობია ავსტრიის განვითარების სააგენტო, მესტიის მუნიციპალიტეტი, CARE ავსტრია და PMCG კვლევა.
„ევროკავშირი ამაყობს ადგილობრივი განვითარების ორი ფართომაშტაბიანი პროექტის წარდგენას ავსტრიასა და შვედეთის თანამონაწილეობით. მომავალ წელს ჩვენ გეგმა დვისახაეთ ხელი შევუწყოთ სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას და ხანგრძლივი სამუშაო ადგილების შექმნას სვანეთში. ჩვენი საბოლოო მიზანია, რომ გავაუმჯობესოთ მაღალმთიანი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი.“ აღნიშნა ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა ვინსენტ რეიმ.
წყარო: http://enpard.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)