კახეთი. თელავის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა აღნიშნეს თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. ღონისძიება დაიწყო ქუჩის აქციით. აქციის მონაწილეებმა დახატეს პლაკატები და მოაწყვეს მსვლელობა ქალაქის ცენტრში. მოსწავლეები ინფორმაციას აწვდიდნენ ყველა დაინტერესებულ პირს, ხოლო მწეველებს სიგარეტის სანაცვლოდ კანფეტებს
სთავაზობდნენ. ღონისძიება სკოლებს შორის ფეხბურთის ჩემპიონატით
გაგრძელდა, რომელიც ახალგაზრდული
ცენტრის ცხოვრების
ჯანსაღი წესის ქვეჯგუფმა დაგეგმა. ჩემპიონატში
მონაწილეობდა
თელავის 8 სკოლა. გამარჯვება
თელავის #3 სკოლის გუნდმა მოიპოვა, ხოლო თელავის მუნიციპალიტეტის
სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურმა კი, გამოავლინა
ჩემპიონატის
საუკეთესო ფეხბურთელი,
რომელიც ასევე თელავის #3 საჯარო სკოლის გუნდის წევრი იყო, და დააჯილდოვეს.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში