თბილისი. სახალხო დამცველი ეხმაურება საქართველოს გენერალური პროკურატურის მზადყოფნას, 20-21 ივნისის აქციის მონაწილეთა მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეების გამოძიების პროცესში სახალხო დამცველის საზედამხედველო უფლებამოსილებით ჩართვასთან დაკავშირებით.
"სახალხო დამცველი დიდი ხანია ითხოვს სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების საქმეებთან დაკავშირებულ მასალებზე წვდომას. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტში აუცილებელია გატარდეს ისეთი ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფს სახალხო დამცველის განსაკუთრებული კატეგორიის საქმეებზე დაშვების უფლებამოსილებას და ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი და დამოკიდებული საქართველოს პროკურატურის მიერ საგამონაკლისო და შერჩევითი წესით გამოხატულ კეთილ ნებაზე. თითოეულ მოქალაქეს სახალხო დამცველისგან თანაბარი მოლოდინები და იმედი უნდა ჰქონდეს“, - აღნიშნავს სახალხო დამცველი.
წყარო: http://ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)