თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) აქვეყნებს ანალიტიკურ დოკუმენტს “რას შეცვლის პროპორციული სისტემა დემოკრატიისთვის“
„პროპორციული სისტემის დანერგვა ცალსახად დადებითი მოვლენა იქნება ქართულ პოლიტიკაში. მეტიც, მისი არსებობა გარდაუვლად შეუწყობს ხელს დემოკრატიული პროცესების განვითარებას. თუმცა, ნულოვან ბარიერთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული კითხვები და რისკები, რომელთა გაანალიზება და მათზე მსჯელობების განვითარება სამომავლოდ აუცილებელია“, - ვკითხულობთ დოკუმენტში, - „ნულოვანი ბარიერის პირობებში არსებობს პარტიული სისტემების ფრაგმენტაციის, ფორმალური პოლიტიკის ველში ექსტრემისტული ჯგუფების შეღწევისა და ეფექტიანი მმართველობის შესუსტების საფრთხეები. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ არსებული პოლიტიკური ლანდშაფტი მეტად არადემოკრატიული და საზოგადოების საჭიროებებისგან გაუცხოვებულია, გარდაუვალია, რომ სრულად პროპორციული სისტემის დამკვიდრებამ ნულოვანი ბარიერით ამ მხრივ მდგომარეობის გამოსწორებას არ შეუწყოს ხელი, არ გააჩინოს ახალი სოციალური ერთობის კერები და არ გაზარდოს დემოკრატიული ჩართულობის ხარისხი. ამდენად, ნულოვანი ბარიერი შესაძლოა იყოს ის რისკი, რომელზე წასვლაც ახლა გარდაუვალი აუცილებლობაა“.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)