აჭარა.31 მარტს „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის" წევრებმა სოფელ აჭარისწყალში ჩაატარეს პირველი თანატოლგანმანათლებელთა ტრენინგი, რომელიც ეხებოდა თვითმმართველობის საკითხებს, ბავშვთა, მოსწავლეთა და მასწავლებელთა უფლებებს. ტრენინგის დროს მოსწავლეთა და მასწავლებელთა უფლებების უკეთ გათავისების მიზნით
მოეწყო სხვადასხვა
გაკვეთილების
იმიტაცია. მონაწილეებმა
რამდენიმე თეატრალური
წარმოდგენის
დადგმით თავად განასახიერეს
ის მოქმედებები,
რაც სკოლის თვითმმართველობის
საქმიანობაში
შედის. გარდა ამისა სიტუაციური
მაგალითებით
განიხილეს ბავშვთა უფლებების კონვენცია. აქტივობა განხორციელდა
„ეროვნული ინტეგრაციის
გაძლიერება
საქართველოში" პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს
საქართველოს
გაეროს ასოციაცია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში