თბილისი. ილია ჭავჭავაძის მიერ საქართველოში ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრების შესახებ ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ „ლიბერალიზმის სასაწავლო ცენტრში" 29 მარტს გამართულ ლექციაზე ისაუბრა. შეხვედრაზე თავისუფლების სწორად გააზრებისა და მოქალაქეობის ადეკვატურად გაგების შესახებ იმსჯელეს.
„მოქალაქე არ არის მარტო „მე ჩემთვის". იგი გულისხმობს ლიბერალურ საზოგადოებრივ ურთიერთობას. ეს იყო ილიას ერთ-ერთი მთავარი მიზანიც, რომელიც დღემდე აქტუალურია. ამიტომაც „ილია არის ყოველთვის თანამედროვე", აღნიშნა ზვიად ქორიძემ.
ილია ჭავჭავაძის შესახებ საჯარო ლექციათა ციკლს ზვიად ქორიძე მომდევნო კვირაშიც გააგრძელებს.
წყარო:liberalizmi.wordpress.com