en
ge

ახალგაზრდული ცენტრი აუტიზმის მსოფლიო დღეს საინფორმაციო აქციას მართავს

იმერეთი. 2 აპრილს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღეს საინფორმაციო კამპანიით აღნიშნავს გეგმავს.
2007 წლის 18 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ასამბლეამ რეზოლუციით პრობლემის საბოლოო სრულ გადაწყვეტამდე ყოველი წლის 2 აპრილი გამოაცხადა აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ.
რეზოლუციას ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველოც. აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღის მიზანია რეზოლუციაზე მიერთებულმა სახელმწიფოებმა გადადგან ქმედითი ნაბიჯები საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიმართულებით და თავიანთ ქვეყნებში უზრუნველყონ აუტიზმის მქონე ადამიანების მინიმალური ფუნდამენტური უფლებების რეალიზაცია.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)