en
ge

პირველად საქართველოში: კონკურსი ინგლისურ მართლწერაში

თბილისი. 30 მარტს, თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში საქართველოს სხვადასხვა კუთხის 34 მოსწავლემ ინგლისური მართლწერის ეროვნულ კონკურსში გამარჯვებისათვის იბრძოლა. შეჯიბრში მონაწილეობდნენ მართლწერის ადგილობრივი და რეგიონული კონკურსების ფინალისტები. 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მართლწერის ადგილობრივ კონკურსებში საქართველოს 126 სკოლის 2,400–ზე მეტი მოსწავლე ჩაება. დაახლოებით 1,000 მათგანი დეკემბერში გამართულ რეგიონულ კონკურსში გავიდა. საუკეთესოებმა თბილისში, ეროვნულ კონკურსში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.
პრიზები დააწესეს აშშ–ის საელჩომ, განათლებისა და ტრენინგის საერთაშორისო ცენტრმა (ETI) და ბრიტანეთის საბჭომ. შეჯიბრის შემდეგ აშშ–ის ელჩ რიჩარდ ნორლანდის რეზიდენციაში მოსწავლეებისათვის, მასწავლებლებისათვის, მსაჯებისათვის, სპონსორებისა და მოხალისეებისათვის სპეციალური მიღება გაიმართა.
ინგლისური მართლწერის ეროვნული კონკურსი 2012 წელს მშვიდობის კორპუსის მოხალისეებმა დააფუძნეს. კონკურსს მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა კომიტეტი ატარებს. მოხალისეები მოწადინებულნი არიან, გააუმჯობესონ ინგლისური ენის შესწავლის ხარისხი საქართველოში და მოსწავლეებს სწავლის მოტივაცია გაუღვივონ.
წყარო: აშშ–ს საელჩოს გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)