თბილისი. „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ ეხმიანება საქართველოს პარლამენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილების ამოქმედების კიდევ ერთხელ გადავადებას, ამჯერად - 2019 წლის 1 ნოემბრამდე.
„კოალიცია საგანგაშოდ აფასებს, საქართველოს მთავრობის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობას, რაც გახდა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედების მეოთხედ გადავადების საფუძველი. ამასთანავე, დროულად ამოქმედების მოთხოვნასთან ერთად, საზოგადოებას, საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ვახსენებთ იმ ხარვეზებს, რომელიც არსებობს სახელმწიფო ინსპექტორის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოდელში“, - ვკითხულობთ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: https://www.gdi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)