გურია.„ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის"
ოფისში, პროექტის – „ბავშვთა უფლებები ანიმაციაში" – ფარგლებში (დაფინანსებულია G-PAC მიერ), მომზადებული 4 ანიმაციური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა.
ანიმაციური ფილმები ლიდერთა სკოლისა და ანიმაციის განვითარების ფონდის ექსპერტების ერთობლივი ნამუშევარია და ეხება ბავშვის უფლებათა კონვენციის მუხლებს.
ფილმი „თამაში" (ბავშვის უფლებათა კონვენცია მუხლი 2
– „ყველა ბავშვი თანასწორია და ერთნაირი უფლებები აქვთ"); ფილმი „მე, ჩიტი და მასწავლებელი" (ბავშვის უფლებათა კონვენცია მუხლი 13 –
„ყველა ბავშვს უფლება აქვს გამოხატოს თავისი შეხედულება ყველა საკითხზე, რომელიც მას ეხება. მის შეხედულებებს სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს"); ფილმი „საფეხური" (ბავშვის უფლებათა კონვენცია მუხლი 23 – „სახელმწიფო ვალდებულია განსაკუთრებული მზრუნველობა გამოიჩინოს ინვალიდი ბავშვების მიმართ»); ფილმი „ცივი სახლი" (ბავშვის უფლებათა კონვენცია მუხლი 19 – „ყველა ბავშვი დაცული უნდა იყოს ნებისმიერი სახის ძალადობისაგან").
პრეზენტაციას ესწრებოდა ოზურგეთის საზოგადოების წარმომადგენლები.