გურია.ორგანიზაცია „ქალები რეგიონული განვითარებისთვის" ახორციელებს პროექტს „გაიგე მეტი
და იყავი ფრთხილად", რომლის მიზანია არალეგალური მიგრაციის, როგორც
ტრეფიკინგის ძლიერი საფრთხის გაცნობიერება საზოგადოების მხრიდან ტრეფიკინგის
პრევენციის მიზნით. პროექტის ფარგლებში სამიზნე სოფლის სკოლის მაღალი კლასის
მოსწავლეთათვის, პედაგოგებისთვის, სათემო მუშაკებისა და სოფლის რწმუნებულთათვის
ჩატარდა ტრენინგი, რომლითაც მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ტრეფიკინგის, როგორც
საერთაშორისო მძიმე დანაშაულის შესახებ. ტრენინგის მიმდინარეობისას ყველამ ერთხმად
აღიარა, რომ ამ პრობლემას ართადერთი გზით შეიძლება გაუმკლავდე, ესაა პრევენცია და
მეტი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის.
პროექტი ხორციელდება „ქალთა ფონდი
საქართველოში" მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში იგეგმება კვლევა არალეგალური
მიგრაციის შესახებ სამიზნე სოფლებში.
წყარო: wdrguria.wordpress.com