en
ge

საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი

საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი

თბილისი. „რონდელის ფონდი“ აქვეყნებს ფონდის უფროს მკვლევარის, გიორგი ბადრიძის სტატიაას „საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი“. 

„ფილოსოფოსი ივან ილინი 1922 წელს გააძევეს რუსეთიდან, როგორც ბოლშევიკებისთვის არასასურველი ელემენტი. ის გერმანიაში დასახლდა და მალე თავისთვის სათაყვანებელი გმირი - ბენიტო მუსოლინი აღმოაჩინა, რომლის შექმნილი ფაშისტური მმართველობა ევროპისთვის საუკეთესო პოლიტიკურ სისტემად გამოაცხადა. ჰიტლერის გამოჩენამ და ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლამ ის კიდევ უფრო გაამხნევა. ის საკუთარ თავს ფაშისტად ღიად მოიხსენიებდა. ფაშიზმისადმი ენთუზიაზმი ილინს მალევე დაუფასდა - „რუსეთის ინსტიტუტი“, რომელშიც ის მუშაობდა, პროპაგანდის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა და მაშინ, როცა პრაქტიკულად ყველა სხვა იმიგრანტი გამოყარეს, ილინი, როგორც სანდო, დატოვეს. ასე აღმოჩნდა ილინი იოზეფ გებელსის თანამშრომელი. თუმცა დიდი ომის მოახლოებასთან ერთად ნაცისტების კეთილგანწყობაც გაქრა, მაგრამ მილიონობით ადამიანისგან განსხვავებით, ის რეპრესიების მსხვერპლი არ გამხდარა - 1938 წელს შვეიცარიაში გადასახლდა. გასაოცარია, მაგრამ ილინის შეხედულებები ნაცისტური გერმანიის კატასტროფულმა მარცხმაც ვერ შეცვალა და გერმანიის წარუმატებლობას პირადად ჰიტლერის შეცდომებით ხსნიდა. აი, ასეთი მამა ჰყავს დღევანდელ რუსულ სახელმწიფო იდეოლოგიას“, - ვკითხულობთ სტატიაში.

სრულად 

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023