თბილისი. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) აქვეყნებს რჩევებს ფსიქოლოგიური ტრავმის მქონე ადამიანების ოჯახის წევრების, პარტნიორებისა და მზრუნველებისთვის.
შეეცადეთ იყოთ ემპათიური და გამგები ტრავმირებული ადამიანის მიმართ;
შეეცადეთ არ იყოთ კრიტიკული იმის მიმართ, თუ როგორ უმკლავდება ის ამ მოვლენას. გაიხსენეთ, რომ მათ გამოცადეს საშიში და მძიმე სიტუაცია;
შეეცადეთ არ მიიღოთ პირადულად სიმპტომები, როგორიცაა ემოციური გახევება, ბრაზი და გაშეშება. თუ ადამიანი, რომელმაც გადაიტანა ტრავმა, ჩანს დისტანციური და გაღიზიანებული, გაიხსენეთ, რომ ამას არანაირი კავშირი არ აქვს თქვენ ურთიერთობასთან;
არ დააძალოთ ტრავმირებულ ადამიანს, მოყვეს ტრავმული გამოცდილების შესახებ, მაგრამ უთხარით, რომ თუ საუბარი მოუნდება, თქვენ მზად ხართ მის მოსასმენად;
ტრავმირებული ადამიანები ხშირად თავს უიმედოდ და შერცხვენილად გრძნობენ იმის გამო, რომ მათ არ შეუძლიათ გაუმკლავდნენ სიმპტომებს. დაეხმარეთ მათ თავიანთი ძლიერი და პოზიტიური მხარეების გაცნობიერებაში;
დაეხმარეთ მას თავიდან შექმნას დღის რუტინა, რაც დაეხმარება კონტროლისა და წესრიგის განცდის აღდგენაში. დაეხმარეთ მას, დაიწყოს პატარა ყოველდღიური მიზნებით და გააცნობიერებინეთ ყოველი წარმატება;
თუ ჩათვლით, რომ აღნიშნული რჩევები არ მუშაობს, წაახალისეთ ის, მიმართოს პროფესიულ დახმარებას;
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)