თბილისი. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი აქვეყნებს ბლოგპოსტს: ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან.
„ლიბერალიზმის საპირწონედ ტრადიციულ ფასეულობებზე ყურადღების გამახვილება რუსეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში ბოლო რამდენიმე წელია განსაკუთრებით გამოიკვეთა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ რუსული პროპაგანდის კონკრეტულად ეს მიმართულება უფრო მეტად პოსტსაბჭოთა ქვეყნებზეა გათვლილი. ამ ფონზე შემთხვევითი არ არის, რომ ტრადიციული ღირებულებების დაცვის საკითხი ჩვენთან თანდათანობით სულ უფრო აქტუალური ხდება, რასაც ბოლო ხანებში ამ თემასთან დაკავშირებით გარკვეული ჯგუფების გააქტიურებაც ადასტურებს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.gfsis.org
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)