en
ge

ევროკავშირის მხარდაჭერით ახალგაზრდებისთვის რაჭაში საზაფხულო ბანაკი მოეწყო

ევროკავშირის მხარდაჭერით ახალგაზრდებისთვის რაჭაში საზაფხულო ბანაკი მოეწყო

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი. სოციალური ინტეგრაცია, საკომუნიკაციო და ინტერპერსონალური უნარების განვითარება იყო ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკის წამყვანი თემები, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით და ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ინიციატივით რაჭაში გაიმართა. ღონისძიება ევროკავშირის პროექტის “სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში” ფარგლებში შედგა. 

ბანაკის მსვლელობისას ახალგაზრდები გაეცნენ რაჭის რეგიონის ისტორიას, მოინახულეს კულტურულ–ისტორიული და რეკრეაციული ადგილები, მიიღეს ინფორმაცია რეგიონის საგანმანათლებლო, პროფესიული დაწესებულების სასწავლო პროგრამების შესახებ, შეისწავლეს ადგილობრივი ტრადიციული ხელსაქმის – მინანქარზე მუშაობის ხელოვნება. მასპინძელ ოჯახთან ერთად მოამზადეს ადგილობრივი კერძები. ახალგაზრდები გაეცნენ ადგილობრივი ტურიზმის განვითარების ტენდენციებსა და გაუმჯობესებული კომუნიკაციის სწავლების ინოვაციურ მეთოდებს. 

სრულად…  

წყარო: http://enpard.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)