თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს ამერიკელი სოციოლოგის, მარკ იურგენსმაიერის „ძალადობის სეკულარული და რელიგიური ასპექტების გადააზრება“ თარგმანს.
„მთელი მსოფლიოს გარშემო პოლიტიკურ აქტივისტებთან ჩატარებულ მრავალი ინტერვიუსას აღმოვაჩინე, რომ მამოტივირებელი [ფაქტორი] ხშირად არის არა სპეციფიკური პოლიტიკური მიზანი, არამედ მოდერნულ სამყაროში იდენტობისა და კონტროლის დაკარგვის მტანჯველი განცდა.
სოციალური დისკომფორტის ეს განცდა არ არის რელიგიური პრობლემა, მაგრამ პოლიტიკური აქტივიზმის ბევრ თანამედროვე მოძრაობაში, რელიგია პროტესტის იდეოლოგიად იქცა.[i] ცალკეული რელიგიური ხატები და თემატიკა გამოიყენება იმასთან დასაპირისპირებლად, რაც ტრადიციული კულტურის და იდენტობების მტრებად წარმოისახება: გლობალური სეკულარული სისტემების და მათი მხარდამჭერი ერი-სახელმწიფოების“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)