თბილისი. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის აქვეყნებს განცხადებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან გენდერული უთანასწორობის და არაპირდაპირი დისკრიმინაციის პრაქტიკის თაობაზე.
„კოალიციის შეფასებით, ქალებისათვის იმგვარი სამუშაო პირობების განსაზღვრა, რომელიც გამორიცხავს მათი მხრიდან ბავშვებზე ზრუნვას და დედის მოვალეობების განხორციელებას, თავისი არსით, ირიბ დისკრიმინაციას წარმოადგენს. ამასთან, სამუშაო საათების მიღმა კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის გაგრძელება აზიანებს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის ხარისხსაც. ყოველგვარი ნორმირებული დროის უგულებელყოფით გასაუბრების ჩატარება პრაქტიკულად გამორიცხავს კანდიდატების სრულფასოვან, ხარისხიან შეფასებას, აზიანებს როგორც კანდიდატის, ისე საბჭოს წევრების, საბჭოს აპარატის და პროცესზე დამკვირვებელი პირების ინტერესებს. საბჭოს მხრიდან მსგავსი პრაქტიკის გაგრძელება, ხარისხის ხარჯზე პროცესის დაჩქარების მცდელობად შეიძლება შეფასდეს“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: www.transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)