თბილისი. მორის მაჩალიკაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართავს და მოითხოვს, 2019 წლის 27 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმებას.
EMC მიიჩნევს, რომ მორის მაჩალიკაშვილის მიმართ პროკურატურას არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ ან საქმის სხვა გარემოებებთან ერთობლიობით მიუთითებდა, რომ ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საჭიროება არსებობდა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)