სამცხე–ჯავახეთი. მარტის ბოლოს ,,სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის” ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ინიციატივითა და სკოლის ადმინისტრაციის ხელშეწყობით, დიაბეტით დაავადებულ მოსწავლეთა დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი, სახელწოდებით – „ყველაფერი კარგად იქნება" გამართა.
საქველმოქმედო აქცია დიაბეტით დაავადებული ორი მოსწავლის დასახმარებლად მოაწყეს, რაშიც კლუბის წევრებს ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი, სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები დაეხმარნენ.
სამოქალაქო კლუბის წვერებმა კონცერტზე წარმოადგინეს ლექსები, მინი სპექტაკლები, ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები. კონცერტზე დასასწრებად ბილეთები შეიძინეს სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა, მშობლებმა, სოფლის მოსახლეობამ და მოწვეულმა სტუმრებმა.